воскресенье, 11 июля 2010 г.

მისი უდიდებულესობა მუსიკა

პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები ჯგუფების მოხედვით მოიპოვებენ ინფორმაციას მათთვის სასურველ კლასიკოს კომპოზიტორზე და გააკეთებენ პრეზენტაციას.
პროექტის სრული აღწერა: ,,რაც უფრო მეტია ერში კლასიკური მუსიკის თაყვანისმცემელი, მით მეტია ერის კულტურულ–ინტელექტუალური დონე" სწორედ ეს არის მიზანი ამ პროექტისა– კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს მომავალ თაობას კულტურულ და განათლებულ ადამიანებად ჩამოყალიბებაში, კარგ მსმენელებლად აღზრდაში და შემოქმედებით და საინტერპრეტაციო საქმიანობისათვის აუცილებელი უნარ–ჩვევების განვითარებაში. პროექტის თემისა და მიზნის გაცნობის შემდეგ მოსწავლეები იწყებენ სასწავლო პროექტის განხორციელებას. ჯგუფს ჰყავს ლიდერი. 2 კვირის განმავლობაში ისინი მოიპოვებენ ინფორმაციას ვიდეო , აუდიო და ფოტო მასალებს სხვადასხვა წყაროებიდან. მოსწავლეებმა უნდა ეცადონ გაშუქება კომპოზიტორის ბიოგრაფიისა და შემოქმედებისა რაც შეიძლება საინტერესო კუთხით. ამ ხნის განმავლობაში მასწავლებელი ახდენს მოსწავლეთა დაკვირვებას და განმავითარებელ შეფასებას. ბოლოს კი ეწყობა პრეზენტაცია სადაც თითოეული ჯგუფი წარმოაჩენს მის ფავორიტს. პრეზენტაციის ბოლოს იმართება საკლასო დისკუსია.
მონაწილეთა ასაკი: 15–16 წელი.
ვადები და ხანგრძლივობა:
2 კვირა.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
ინფორმაციის მოპოვება, ვიდეო და ფოტომასალის მოძიება, დისკუსია.
მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეები არიან ჩაბმულნი შემოქმედებით და საინტერპრეტაციო საქმიანობაში, იძენენ და ივითარებენ მათთვის აუცილებელ უნარ–ჩვევებს. აღიზრდებიან კარგ მსმენელებად.იღებენ ცოდნას მუსიკის სფეროში, რაც ხელს უწყობს მათ კულტურულ ადამიანებად ჩამოყალიბებაში.
სასარგებლო სხვებისათვის:
ცნობილ ადამიანთა ბიოგრაფიებიდან ბავშვები იგებენ ბევრ სასარგებლო ინფორმაციას.
სამუშაო ენა:
ქართული.
პროექტის ფასილიტატორი – მადონა ბობოხიძე .
ფასილიტატორის ელ–ფოსტა
: m.boboxidze@gmail.com